Thumbnail

კანადელი არტისტი, ჟან-სებასტიან ივ ოდე, ფსევდონიმით Yves Jarvis, ახალ კომპოზიციას Projection და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპი iPhone-ითაა გადაღებული. ეს პირველი სინგლია, რომელიც მუსიკოსმა 2020 წელს გამოცემული ალბომის Sundry Rock Song Stock გამოშვების შემდეგ გამოაქვეყნა.

ჟან-სებასტიან ივ ოდემ შემოქმედებითი კარიერა 2013 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა, ფსევდონიმით Un Blonde, სადებიუტო ალბომი Tenet გაავრცელა. სასცენო სახელის შეცვლის შემდეგ კი მუსიკოსმა, პროექტით Yves Jarvis, სამი სტუდიური ჩანაწერი გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული