Thumbnail

ნახეთ: ალექსეი ნავალნის ექიმი სახლში პოლიციის მისვლისას ბეთჰოვენის Für Elise-ს უკრავდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მიმდინარე წლის 17 იანვარს რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, გერმანიაში მკურნალობის დასრულების შემდეგ, სამშობლოში ბრუნდებოდა, როდესაც რუსმა სამართალდამცველებმა შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტშივე დააკავეს. მას პირობითი სასჯელის დარღვევა დასდეს ბრალად და 3,5 წლის ვადით პატიმრობაც შეუფარდეს.

პოლიტიკოსის დაკავებას რუსეთში საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. პოლიციამ კი მასთან დაახლოებული პირებისა და მხარდამჭერების დევნა დაიწყო. აქციებზე ყოფნისას კოვიდრეგულაციების დარღვევის მიზეზით, ისინი ნავალნის პირადი ექიმისა და მეგობრის, ანასტასია ვასილევას სახლშიც მივიდნენ. მათ ბინა გაჩხრიკეს და წაიღეს სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა. ახალგაზრდა ქალმა კი მათ წინაშე პროტესტის ნიშნად ლეგენდარული გერმანელი კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოები "ელიზესთვის" შეასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული