Thumbnail

თანამედროვე ჰიპ ჰოპის გავლენიანმა წარმომადგენელმა, ჯეფრი ლამარ უილიამსმა, ფსევდონიმით Young Thug, მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებული ახალი კომპოზიცია That Go! შესთავაზა. სამხრეთელის ჩანაწერში მისი კოლეგები Meek Mill და T-Shyne მონაწილეობენ. ტრეკი ჯეფრის მიერ დაარსებული ლეიბლის YSL Records წევრების მომავალი კომპილაციური ალბომის 'Slime Language 2' ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: Juice WRLD x Young Thug - Bad Boy

Young Thug: მე მეტი ჰიტი მაქვს, ვიდრე ჯეი ზის

Young Thug: ლილ უეინის გაცნობა მსურდა, ხელი გავუწოდე, მან კი არ ჩამომართვა

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული