Thumbnail

სამხრეთული ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, მეგან პიტმა, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, მსმენელს ახალი ფრისტაილი Southside Forever და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი შესთავაზა. თრეფ ჟღერადობის ინსტრუმენტალის ავტორი ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანების Three 6 Mafia ლიდერი, რეპერი და პროდიუსერი, ჯუსი ჯეი გახლავთ. მეგანმა ტრეკი თავისი 26-ე დაბადების დღის აღსანიშნავად გამოაქვეყნა.

ნახეთ: Megan Thee Stallion და DaBaby კლიპში Cry Baby

Megan Thee Stallion თორი ლეინზს: ჩემი დაჭრის გამო აუცილებლად წახვალ ციხეში

Megan Thee Stallion საუბრობს, რატომ აღიზიანებთ კაცებს კომპოზიცია WAP

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მეგანმა გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. იმავე წლის მიწურულს სამხრეთელი რეპერის სადებიუტო ალბომი Good News გამოიცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული