Thumbnail

ნახეთ: ტომი ვექსტმა ლანა დელ რეის Video Games დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ჰევი მეტალ ჯგუფის Bad Wolves ყოფილი ვოკალისტი, ტომი ვექსტი პოპვარსკვლავ ლანა დელ რეის ჰიტის Video Games ქავერ ვერსიას ავრცელებს. მუსიკოსმა სიმღერა ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

Video Games ლანა დელ რეიმ 2011 წელს გამოუშვა. სინგლი პოპვარსკვლავის რიგით მეორე ალბომში Born to Die შედის, რომელიც ერთ წელიწადში გამოიცა. კომპოზიცია გამოსვლისთანავე ევროპის რამდენიმე ქვეყნის ჩარტების სათავეში მოექცა.

ტომას ქამინგსმა, ფსევდონიმით Tommy Vext, შემოქმედებითი კარიერა 2000 წელს დაიწყო. სხვადასხვა დროს არტისტი ამერიკული მეტალ ბენდების Snot, Divine Heresy და Bad Wolves ვოკალისტი იყო. ვექსტს ზემოხსენებულ კოლექტივებთან ერთად სულ 4 ალბომი აქვს გამოცემული. რაც შეეხება სოლო კარიერას, მუსიკოსს ამ დრომდე ორი EP და ერთი სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოქვეყნებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული