Thumbnail

ფრანგული ჰევი მეტალ ბენდი Gojira ახალ კომპოზიციას Born For One Thing და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეშვიდე ალბომში Fortitude იქნება წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გამოიცემა.

ნახეთ: Gojira - Another World

Gojira ქალაქ ბაიონაში 1996 წელს შეიქმნა. ხუთი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Terra Incognita გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსებს განსაკუთრებული წარმატება 2016 წელს გამოშვებულმა ნამუშევარმა Magma მოუტანა, რომელიც გრემის დაჯილდოებაზე ორ სხვადასხვა კატეგორიაში იყო ნომინირებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული