Thumbnail

ნახეთ: ტეკაში სიქსნაინის ახალი კლიპი ZAZA

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი, ტეკაში სიქსნაინი მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებული ახალი კომპოზიციით ZAZA დაუბრუნდა. მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი აგრესიული ჟღერადობის მქონე ჩანაწერის პროდიუსერი Ray Keys გახლავთ. აღსანიშნავია, რომ კლიპში ტეკაშისა და რეპერ მიკ მილს შორის მომხდარი ინციდენტის კადრებია ნაჩვენები, რომელიც სიქსნაინმა თავად გადაიღო.

ნახეთ: მიკ მილი და ტეკაში სიქსნაინი ერთმანეთს ღამის კლუბთან დაუპირისპირდნენ

Post Malone პასუხობს კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა Tekashi 6ix9ine-თან

2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული წარუმატებელი ალბომის TattleTales შემდეგ, ZAZA ნიუ იორკელი შემსრულებლის პირველი ახალი ნამუშევარია.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა. 2020 წლის სექტემბერში ნიუ იორკელმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი TattleTales გამოაქვეყნა, რომელმაც ვერც კომერციულ წარმატებას მიაღწია და კრიტიკოსთა დაბალი შეფასებებიც დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული