Thumbnail

მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ველოსიპედის ბორბლისგან დაამზადეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ნიკოლას ბრასი ფრანგი მუსიკოსი და გამომგონებელია, რომელიც ყოველდღიური მოხმარების საგნებს საკრავებად გარდაქმნის. მისი კოლექციიდან ერთ-ერთი ნიმუში პან-ფლეიტის მსგავსი ჩასაბერი ინსტრუმენტია, რომლის დასამზადებლადაც ბრასმა ველოსიპედის ბორბალი გამოიყენა.

მეცნიერებმა ჩაწერეს, როგორი ხმა აქვს 18 000 წლის მუსიკალურ ინსტრუმენტს

ნიკოლასმა ბორბალს გარშემო პლასტმასის მილები დაამაგრა, შემდეგ ის დაატრიალა და ხელში კიდევ ერთი მილი მოიმარჯვა.

ვიდეოს კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რა ასოციაციები გაუჩინათ ამ საკრავის ხმამ.

"1980-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკების მუსიკალური თემებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა აქვს".

"Supermario-ში რომ მოჩვენებები არიან, იმათ ხმებს გამოსცემს".

"მეგონა, ფლეიტის სახალისო ხმებს მოვუსმენდი, სინამდვილეში კი ღამის კოშმარისთვის მივიღე საზრდო", - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

ნიკოლას ბრასს სულ მცირე 72 ინსტრუმენტი აქვს დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთების და სხვა მასალების გამოყენებით.

კომენტარები

ბოლოს დამატებული