Thumbnail

მრავალი ჰიტის ავტორი გავლენიანი ფრანგული დუეტი Daft Punk, 28-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დაიშალა. ამასთან დაკავშირებით მუსიკოსებმა სოციალურ ქსელებში 8-წუთიანი ვიდეო სახელწოდებით "ეპილოგი" გამოაქვეყნეს, რომელიც თავიანთი 2006 წლის ფილმის Electroma მონაკვეთია.

დაშლის შესახებ ინფორმაცია Daft Punk-ის მრავალწლიანმა მენეჯერმა, კეტრინ ფრაიზერმა გამოცემა Pitchfork-ს დაუდასტურა, თუმცა, მას მიზეზებზე არ უსაუბრია.

► 10 უცნობი ფაქტი Daft Punk-ის შესახებ

Daft Punk ტომა ბანგალტემ და გი-მანუელ დე ომემ-კრისტომ 1993 წელს პარიზში ჩამოაყალიბეს. კოლექტივი მალევე თანამედროვე ელექტრონული სცენის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად იქცა. 6 გრემის მფლობელ დუეტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Around The World, One More Time და Get Lucky მოუტანა. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 12 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული