Thumbnail

ნახეთ: დოქტორ დრეს ახალი ტრეკის ნაწყვეტი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ანდრე იანგი, ფსევდონიმით Dr. Dre, ახალ ნამუშევრებს რამდენიმე წელია, აღარ ავრცელებს. თუმცა, სოციალურ ქსელებში ბოლო თვეებში გამოქვეყნებული ფოტოები მიანიშნებს, რომ ჟანრის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა სტუდიაში მეგობრებთან ერთად ხშირად მუშაობს. ასეთი სესიის შედეგი - უცნობი კომპოზიციის ნაწყვეტი დიჯეი სილქმა ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში გააჟღერა, რაც მოგვიანებით იუთუბზეც გამოჩნდა.

Dr. Dre: სოციალურმა ქსელებმა არტისტების მისტიკურობა გაანადგურა

Snoop Dogg: დოქტორ დრეს ჰიტის Still D.R.E. ტექსტი მთლიანად ჯეი ზის დაწერილია

ბასთა რაიმსმა Dr. Dre-სთან ერთად ჰიტზე Break Ya Neck მუშაობის ისტორია გაიხსენა

რამდენიმეწამიან ნაწყვეტში დოქტორ დრე და კიდევ ერთი ვეტერანი კალიფორნიელი ემსი, ცნობილი ლეიბლის Death Row ყოფილი წევრი, ქინგ ქრუქედი რეპავენ. დრეს ვერსი ყოფილ ცოლთან, ნიკოლ იანგთან დაშორებას და მიმდინარე წლის იანვარში საავადმყოფოში მოხვედრას შეეხება. კომპოზიციის ფროდაქშენი კი მსმენელს ანდრე იანგის კლასიკურ ჟღერადობას მოაგონებს. ამასთან, ხსენებული ტრეკის ირგვლივ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასში ეპოქალური ემინემიც მონაწილეობს.

ანდრე იანგი, იგივე Dr. Dre, ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს ელექტროჰოპ კოლექტივში World Class Wreckin' Cru დაიწყო. შემდეგ იყო ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანება N.W.A, რომლის წევრებიც, მის გარდა, Arabian Prince, DJ Yella, Eazy-E, Ice Cube და MC Ren იყვნენ. 1992 წელს კი მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი The Chronic გამოუშვა. მსოფლიო მასშტაბით ნამუშევრის 6 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

დოქტორ დრე ერთ-ერთი უმსხვილესი ლეიბლის Interscope Records-ის თანადამფუძნებელია. დრეს უკავშირდება ისეთი არტისტების წარმატება, როგორებიც არიან: Snoop Dogg, Eminem, 50 Cent, The Game და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული