Thumbnail

მოუსმინეთ: კეიპოპ ჯგუფი SHINee ახალ ალბომს Don't Call Me ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა SHINee ახალი, რიგით მეშვიდე ალბომი Don't Call Me გაავრცელა. ჩანაწერში სულ 9 კომპოზიცია შევიდა. 3-წლიანი პაუზის შემდეგ ეს ჯგუფის პირველი ნამუშევარია.

კოლექტივმა ალბომის ერთ-ერთ კომპოზიციაზე Don't Call Me ვიდეორგოლიც გადაიღო, რომელმაც მხოლოდ 24 საათში 6 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

SHINee 2008 წელს სამხრეთკორეული კომპანიის S.M. Entertainment ბაზაზე ჩამოყალიბდა. მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოების (MAMA) ოთხგზის გამარჯვებული ბენდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად სიმღერა View ითვლება, რომელმაც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიცია დაიკავა. 2017 წელს ჯგუფის წევრმა ჯონგჰიუნმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული