Thumbnail

Cardi B ჟურნალ Interview-ს ფოტოსესიაში ქართველი დიზაინერების ნამუშევრებით გამოჩნდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B ჟურნალ Interview-ს მარტის ნომრის სტუმარია. 28 წლის რეპერის ფოტოები გამოცემის გარეკანსა და გვერდებზე დაიბეჭდა. მის გარეგნობაზე სტილისტმა კოლინ კარტერმა იზრუნა, რომელმაც ქარდის ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, დავით კომახიძის ბრენდის David Koma ბადე ქვედაბოლო და ლითონის ჩექმები შეურჩია, რომელზეც Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ იმუშავა.

ნახეთ: Nicki Minaj კლიპში ქართველი დიზაინერის სათვალით გამოჩნდა

Cardi B: "ჰერმესის" ახალ ჩანთაში სამმაგი გადავიხადე, მთელ მსოფლიოში ვეძებდი

Cardi B მისი კაბის გამო გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

ფოტოგრაფთა დუეტის AB+DM მიერ გადაღებულ კადრებში მუსიკოსს ასევე Area Couture-ის სამოსი, Saint Laurent-ის ფეხსაცმელი და Thierry Mugler-ის წითელი კაბა აცვია 1999 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან. მას სურათებში Givenchy-სა და B. Akerlund x Handsome Stockholm-ის ხელთათმანებიც ამშვენებს.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული