Thumbnail

რუსული ფემინისტური პანკ ჯგუფი Pussy Riot ახალ კომპოზიციას Toxic და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლში ამერიკელი ექსპერიმენტული პოპ შემსრულებელი, დორიან ელექტრა მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი ცნობილი დუეტის 100 gecs წევრი, დილან ბრედი გახლავთ. Pussy Riot-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას თქმით, ნამუშევარი კოლექტივის 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

ნახეთ: Pussy Riot ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ კლიპს Rage ავრცელებს

2011 წელს შექმნილმა "ფუსი რაიოთმა" ფართო საზოგადოების ყურადღება 2012 წლის 21 თებერვალს მიიპყრო, როდესაც მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში პანკ ლოცვა "ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი" შეასრულა. ჯგუფის სამი წევრი ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუშევიჩი დააკავეს და რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი ხულიგნობის მუხლით 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გოგონებმა ბრალი არ აღიარეს და განაცხადეს, რომ აქცია მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის იყო და მორწმუნეთა შეურაცხყოფას მიზნად არ ისახავდა. ჯგუფის შემადგენლობა ცვალებადია და მისი წევრების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული