Thumbnail

ბილი აილიში: The Strokes-ის ჯულიან კასაბლანკასი გენიოსია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გამოხატა სიყვარული ცნობილი როკ ჯგუფის, The Strokes-ისა და მათი ბოლო ალბომის The New Abnormal მიმართ.

ბილი აილიში: პოპულარობის მოპოვების შემდეგ უეცრად მეგობრების გარეშე დავრჩი

"იმ პერიოდში, როდესაც The Strokes-ის ალბომი The New Abnormal აღმოვაჩინე, ხშირად დავდიოდი ველოსიპედით. შემეძლო, მთლიანი ჩანაწერი ჩამერთო და ყველაფერი შემომეარა. დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ჯულიან კასაბლანკასი გენიოსია. ყოველთვის, როდესაც ვუსმენ, ვამბობ - ასეთი ტექსტს ვერასდროს მოვიფიქრებდი-მეთქი. არაპროგნოზირებადი ჯგუფია და მათგან სულ სიურპრიზებს უნდა ელოდო, სწორედ ეს მიყვარს მათში ყველაზე მეტად. "სთროუქსის" ყველა სიმღერა კარგია", - ამბობს ბილი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბოლოს ავსტრალიურ რადიოსადგურ Triple J-სთან ინტერვიუში ბილი აილიშმა 2020 წლის ფავორიტ კომპოზიციად სწორედ "სთროუქსის" სიმღერა At the Door დაასახელა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბენდის ალბომი The New Abnormal ბოლო წლების რჩეული ჩანაწერი გახლავთ.

ნახეთ: ბილი აილიშმა 2020 წლის ფავორიტი კომპოზიციები დაასახელა

რეცენზია: The Strokes - The New Abnormal

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული