Thumbnail

ამერიკული დეს მეტალ ჯგუფი Cannibal Corpse ახალ კომპოზიციას Inhumane Harvest და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტების მომავალ ალბომში Violence Unimagined შევა, რომელიც 16 აპრილს გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევარი, რომელიც შავ ბაზარზე ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ არის გადაღებული, მძიმე კადრებს შეიცავს.

Cannibal Corpse ნიუ იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში 1988 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Eaten Back to Life გაავრცელეს. კოლექტივს ამ დრომდე 14 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული