Thumbnail

ცნობილი ლეიბლის Def Jam იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია Go Big გამოქვეყნდა, რომელშიც კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი YG და მისი დეტროიტელი კოლეგა Big Sean მონაწილეობენ. ტრეკი კლასიკად ქცეული კომედიური ფილმის Coming To America მეორე ნაწილის Coming 2 America ერთ-ერთი საუნდტრეკია.

ნახეთ: YG x Day Sulan - Bailar

ბიგ შონმა ახალ კლიპში Body Language კლასიკური ჰიპ ჰოპ ვიდეოების სცენები გააცოცხლა

ვაიჯიმ, რომელიც კრიმინალური დაჯგუფება "ბლადსის" წევრია, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. რეპერის შემოქმედება 5 სტუდიურ ალბომს: My Krazy Life, Still Brazy, Stay Dangerous, 4REAL 4REAL და My Life 4Hunnid აერთიანებს. მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება პირველმა მათგანმა დაიმსახურა, რომელმაც ბილბორდის მუსიკალურ ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

ბიგ შონმა კი, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო, პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Finally Famous გახდა. 2017 წლის მიწურულს მაიკლმა და მეთრო ბუმინმა ერთობლივ ნამუშევარზე Double Or Nothing ითანამშრომლეს, რომელმაც მსმენელის მოწონება დაიმსახურა. დღეისთვის ბიგ შონის დისკოგრაფიაში 5 სოლო ალბომი ერთიანდება. ბოლო მათგანი 'Detroit 2' შემსრულებელმა სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. დეტროიტელი მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის G.O.O.D Music ერთ-ერთი წევრია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული