Thumbnail

რამდენი დაუჯდა ქანიე ვესთს საარჩევნო კამპანია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი, როგორც მოგეხსენებათ, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს. ფედერალურმა საარჩევნო კომისიამ ახლახან ოფიციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ქანიემ კამპანიის ჩასატარებლად საკუთარი ჯიბიდან 12,4 მილიონი დოლარი დახარჯა. დონორები მას 2 მილიონამდე ამერიკული დოლარით დაეხმარნენ და საბოლოო ჯამში მისი წარუმატებელი საარჩევნო კამპანიის ხარჯმა $14 538 989 შეადგინა.

რა იწერება მედიაში ქანიე ვესთის და კიმ კარდაშიანის დაშორების შესახებ

17 წლის ქანიე ვესთის ნახატები ამერიკელმა კოლექციონერმა შეიძინა

არსებული მონაცემებით, არჩევნებში რეპერმა ჯამში 60 761 ხმა მიიღო. შტატების მიხედვით კი მხარდაჭერა ასე გადანაწილდა:

არკანზასი - 4 040
კოლორადო - 6 254
აიდაჰო - 3 631
აიოვა - 3 202
კენტუკი - 6 259
ლუიზიანა - 4 894
მინესოტა - 7 789
მისისისპი - 3 277
ოკლაჰომა - 5 590
ტენესი - 10 216
იუტა - 4 344
ვერმონტი - 1 265

აღსანიშნავია, რომ ქანიე 50-დან მხოლოდ 12 შტატში იყო საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი. ზოგიერთ შტატში მან რეგისტრაციისთვის საჭირო ხმების მოგროვება ვერ შეძლო, ზოგან კი განაცხადის შეტანა დააგვიანა. ქანიე ვესთმა დამარცხება არჩევნების დღესვე აღიარა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაც დააანონსა.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა. 2020 წლის დასაწყისში ბიზნესჟურნალმა, Forbes-მა ქანიე ვესთი, ჯეი ზის შემდეგ, რიგით მეორე მილიარდერ რეპერად დაასახელა. თავად ქანიე კი "ფორბსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ დაეთანხმა და გაამხილა, რომ მისი ქონება რეალურად 3,3 მილიარდი დოლარია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული