Thumbnail

ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანების G-Unit ყოფილი წევრი, ნეშვილელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დევიდ დერნელ ბრაუნი, ფსევდონიმით Young Buck, მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებულ ახალ კომპოზიციას AshTray სთავაზობს. ჩანაწერის პროდიუსერი ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაბრუნებული დრამა ბოი გახლავთ, რომელმაც ბაქთან წარსულში არაერთი მიქსტეიპის ფარგლებში ითანამშრომლა. ტრეკში "ბაქ მარლი" (არტისტის მეტსახელი) ჯი-იუნიტელების, 50 Cent-ისა და ლოიდ ბენქსის შესახებ საუბრობს, რომლებთანაც ამჟამად დაძაბული ურთიერთობა აქვს.

დევიდმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს დაიწყო. რეპერი 2000-იანების სამხრეთული ჰიპ ჰოპის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ კოლექტივში G-Unit გაწევრიანების შემდეგ გახდა. 2004 წელს მუსიკოსის სადებიუტო სოლო ალბომი Straight Outta Cashville ჩაეშვა გაყიდვაში. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და დღემდე მისი ორ მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი წამყვანი კომპოზიცია Let Me In გახლავთ, რომელშიც ქუინსელი რეპერი 50 Cent მონაწილეობს. დღეისთვის "ბაქ მარლის" დიკოგრაფიაში 2 ალბომი, 4 დამოუკიდებელი ალბომი და 40-ზე მეტი სხვა სტუდიური ნამუშევარი ერთიანდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული