Thumbnail

ნახეთ: ერეკლე დეისაძე & Kay G - დილასადრიან

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა მუსიკოსმა, ერეკლე დეისაძემ და ჰიპ ჰოპ არტისტმა, გიორგი ქებურიამ, სასცენო სახელით Kay G, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა" ახალი კომპოზიცია "დილასადრიან" შეასრულეს.

მოუსმინეთ: ერეკლე დეისაძე - ჭ-ამენ

უკანონო პატიმრობისა და დევნის გამო პროკურატურა Kay G-ს 37,000 ლარს გადაუხდის

მწერალმა და მუსიკოსმა, ერეკლე დეისაძემ შემოქმედებითი კარიერა პროექტით "ეკო და პარალელური თაობა" დაიწყო, 2012 წელს კი პანკ-ჯგუფი "40 კილომეტრში" დააარსა. 2015 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო სოლო ალბომი "იარე“. აღსანიშნავია დეისაძის კიდევ ერთი პროექტი Eko & Vinda Folio, რომლის სადებიუტო ალბომი "თერაპია" 2019 წელს ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცა. არტისტის, ხშირ შემთხვევაში, ეპატაჟური ნამუშევრები სოციალურ-პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს და საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მისი ყველაზე პოპულარული სიმღერებია "შენი ფანჯრიდან", "რაც მამას უნდა" და "ხალხური".

ქეი ჯიმ კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით", "260-6" და სხვა. 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან ერთად ისეთი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა. ერთი წლის შემდეგ კი გიორგიმ ახალი EP სახელწოდებით Trauma '96 გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული