Thumbnail

ნახეთ: ლანა დელ რეი ახალი სინგლის White Dress თიზერს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ლანა დელ რეიმ ახალი კომპოზიციის White Dress თიზერი გაავრცელა. სინგლი მის რიგით მეშვიდე ალბომში Chemtrails Over the Country Club შევა, რომელიც მიმდინარე წლის 19 მარტს გამოიცემა. ტრეკის პროდიუსერი ჯეკ ანტონოვი იქნება.

► ნახეთ: Lana Del Rey კლიპს Chemtrails Over The Country Club ავრცელებს

20-წამიან ნაწყვეტთან ერთად, არტისტმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ალბომში შესული სიმღერების ვიდეოკლიპებზე ისეთ რეჟისორებთან თანამშრომლობა სურს, როგორებიც არიან ჯონ უოტერსი და დევიდ ლინჩი.

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული