Thumbnail

ნახეთ: The Psychedelic Furs-მა სიმღერაზე Wrong Train კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა The Psychedelic Furs სიმღერაზე Wrong Train გადაღებული შავ-თეთრი კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის შექმნის შთაგონების წყარო ბენდის ვოკალისტის, რიჩარდ ბატლერის ნახატები გახდა. კომპოზიცია კოლექტივის ბოლო ალბომში Made of Rain არის წარმოდგენილი, რომელიც 2020 წელს გამოიცა.

მოუსმინეთ: The Psychedelic Furs - Don't Believe

The Psychedelic Furs ქალაქ ლონდონში 1977 წელს შეიქმნა. სამ წელიწადში არტისტებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. 7 სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 1992 წელს ბენდმა შემოქმედებითი პაუზა აიღო. 2000 წელს კოლექტივი ხელახლა შეიკრიბა და არაერთი ტურნე გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული