Thumbnail

ბრიტანელმა არტისტმა, მერიენ ფეითფულმა ახალი კომპოზიცია She Walks In Beauty გაავრცელა. ნამუშევარში არტისტი ცნობილი ინგლისელი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ლორდ ჯორჯ ბაირონის მიერ 1814 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების ლექსს კითხულობს. ჩანაწერის ინსტუმენტალზე მასთან ერთად Nick Cave and the Bad Seeds-ის წევრმა, უორენ ელისმა იმუშავა.

მოუსმინეთ: ნიკ ქეივი და უორენ ელისი ალბომს Carnage ავრცელებენ

30 აპრილს მერიენ ფეითფული ცნობილი პოეტების ნამუშევრებისგან შემდგარ ალბომს She Walks In Beauty გამოაქვეყნებს. ეს მერიენის რიგით 22-ე სტუდიური ჩანაწერი იქნება.

მერიენმა მუსიკალური კარიერა 1964 წელს დაიწყო. მან წარმატებას სინგლის As Tears Go By გამოშვებისთანავე მიაღწია. ალკოჰოლსა და ჰეროინზე დამოკიდებულების გამო წლების განმავლობაში მომღერალს შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა აღებული. არტისტი სცენას 1979 წელს დაუბრუნდა და კიდევ ერთი წარმატებული ალბომი Broken English გაავრცელა. ცნობილმა ამერიკულმა საკაბელო ტელევიზიამ VH1 მერიენი როკ-ენ-როლში მოღვაწე 100 საუკეთესო ქალ მუსიკოსს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული