Thumbnail

ნახეთ: Pale Waves კომპოზიციის You Don't Own Me კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ჯგუფი Pale Waves კომპოზიციაზე You Don't Own Me გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის რიგით მეორე ალბომში Who Am I? შედის, რომელიც 15 თებერვალს გამოქვეყნდა. მუსიკალური ვიდეორგოლის ავტორი ბენდის ვოკალისტი, ჰიზერ ბარონ-გრეისი გახლავთ.

ნახეთ: Pale Waves ალბომს Who Am I? და ვიდეოკლიპს ავრცელებს

Pale Waves მანჩესტერში 2014 წელს ჩამოყალიბდა. ოთხი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი My Mind Makes Noises გაავრცელა. ბენდის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: Television Romance, There's A Honey და New Year's Eve. ჯგუფის მუსიკალური მიმართულება ინდი პოპს, ინდი როკსა და სინთპოპს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული