Thumbnail

ნახეთ: გადამზიდი კომპანიების მძღოლების საცეკვაო ჩელენჯი Cardi B-ს ჰიტზე Up

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ქარდი ბის ბოლო სინგლი Up სოციალურ ქსელ TikTok-ზე საცეკვაო ჩელენჯის საუნდტრეკი გახდა. სხვადასხვა გადამზიდი კომპანიის, მათ შორის Amazon-ის, DHL-ის, FedEx-ის, USPS-ისა და UPS-ის მძღოლები თავიანთ მანქანებთან სწორედ აღნიშნული კომპოზიციის ფონზე ცეკვავენ და ვიდეოებს პლატფორმაზე ათავსებენ.

ნახეთ: Cardi B თავის ბოლო კლიპზე Up მუშაობის კადრებს ავრცელებს

Cardi B-ს კომპოზიციის Up მისამღერის მოპარვაში ადანაშაულებენ

გთავაზობთ საცეკვაო ჩელენჯში მონაწილეთა ვიდეოებს:

@ambeezy3

“WARNING ITS THE STIFFNESS FOR ME” DHL CHECKING IN FROM THE “A” 😩😂😂😂😂

♬ original sound - Cardi B

კომპოზიცია Up ქარდი ბიმ 5 თებერვალს გამოსცა. ტრეკი მისი მომავალი ალბომის სინგლი გახლავთ. ჩანაწერის პროდიუსერები DJ SwanQo და Yung Dza არიან.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული