Thumbnail

Lil Pump: ემინემს შეურაცხყოფა მივაყენე? არც კი მახსოვს, მეძინებოდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტი, გაზი გარსია, ფსევდონიმით Lil Pump, ნიუ იორკელი კოლეგის, ფეთ ჯოს ინსტაგრამ პოდკასტის სტუმარი გახლდათ. ინტერვიუს მიმდინარეობისას ბრონქსელმა ვეტერანმა ფამფს ეპოქალური ემინემის მისამართით გაკეთებული შეურაცხყმოფელი განცხადების განმარტება სთხოვა.

ლილ ფამფი: ემინემის დედაც, ჯოჯოხეთურად მოსაწყენია, არავინ უსმენს მის მუსიკას

ფეთ ჯო: ყოველთვის, როდესაც ვსაუბრობთ ან ვხვდებით, ჩემზე კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. სწორედ ამიტომ შენ მიერ ემინემის შეურაცხყოფას ახსნას ვერ ვუძებნი.

ლილ ფამფი: ვინ? ასეთი რამ ნამდვილად არ მახსოვს. ჩემი ბრალი არ არის, იმ მომენტში მეძინა. მომხდარის გამო ვწუხვარ".

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დეკემბერში ლილ ფამფმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ ემინემის შემოქმედება მოსაწყენია და დღეს მას არავინ უსმენს.

ლილ ფამფმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Lil Pump ჩაუშვა. ნამუშევრის მთავარი ტრეკი სამმაგი პლატინის სტატუსის მქონე სინგლი Gucci Gang გახლავთ. 2019 წლის თებერვალში მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Harverd Dropout გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული