Thumbnail

Cardi B განმარტავს, რატომ გახდა სტრიპტიზის მოცეკვავე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი ჟურნალ Interview-ს მარტის ნომრის სტუმარია. გამოცემის გარეკანსა და გვერდებზე მისი ფოტოები და ინტერვიუ დაიბეჭდა. არტისტს კითხვები პოპვარსკვლავმა, მერაია ქერიმ დაუსვა. საუბარი შეეხო იმ პერიოდსაც, როდესაც ქარდი სტრიპტიზის მოცეკვავე გახლდათ.

ნახეთ: გადამზიდი კომპანიების მძღოლების საცეკვაო ჩელენჯი Cardi B-ს ჰიტზე Up

"როდესაც სტრიპტიზ კლუბში მივედი, ძალიან მრცხვენოდა. თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. რამდენჯერმე ვიტირე კიდეც - "ღმერთო ჩემო, დედამ ან მამამ რომ გაიგოს, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობენ-მეთქი. მაგრამ ფული მჭირდებოდა. იმ პერიოდში შეყვარებულთან ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ ის საერთოდ არაფერს აკეთებდა. ზუსტად ამ დროიდან მოვიხმარ მოსაწევს, მაშინ ძალიან მჭირდებოდა. ფულს ვშოულობდი, რომ კანაფი მეყიდა, როგორმე რომ დავმშვიდებულიყავი. ქირის თანხას ვიხდიდი. ძალიან სასოწარკვეთილი ვიყავი.

ჰოდა, როდესაც დავიწყე სტრიპტიზის ცეკვა, ვაპირებდი, 20 000 დოლარი მაინც მეშოვა. ვფიქრობდი, ბიზნესს დავიწყებ და ამ საქმეს თავს დავანებებ-მეთქი. ყველა მოცეკვავეს ერთი დამოკიდებულება აქვს - ნამდვილად არ მრცხვენია, რადგან ბევრ ქალს საერთოდ არაფერი გააჩნია. არ აქვთ დასარჩენი ადგილი, არ ჰყავთ მანქანა, ხან ის აკლიათ, ხან ესო. რატომ უნდა ცდილობდეს ვინმე ჩემს შერცხვენას, როდესაც ჩემსავე საჯდომს ვიქნევ? სოციალურ ქსელებში მთლიან სხეულებს აჩვენებთ, რაშიც არაფერს გიხდიან. ვფიქრობდი - კი განმსჯით, მაგრამ მე თქვენზე მეტ ფულს ვაკეთებ-მეთქი. სტრიპტიზის ცეკვა რომ დავიწყე, ღამეში 500 დოლარს მიხდიდნენ. გამოცდილება რომ დამიგროვდა, 2 000-5 000-ს ვშოულობდი.

როცა პოპულარული გავხდი, მხოლოდ ინსტაგრამიდან კვირაში 7 000-10 000 დოლარს ვაკეთებდი. თავი სამყაროს მწვერვალზე მეგონა. ახლა უკვე გავიზარდე და, როდესაც დედაჩემს გავუმხილე, სტრიპტიზიორი ვიყავი-მეთქი, ერთი წუთით შეწუხდა. მაგრამ ახლა, რაც არ უნდა ვიბილწსიტყვაო, აღარ ანაღვლებს", - ამბობს მუსიკოსი.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული