Thumbnail

მოუსმინეთ: The Game უცნობი კოლეგების მხარდასაჭერად სამ მიქსტეიპს აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯეისონ ტეილორმა, ფსევდონიმით The Game, მუსიკალური პლატფორმა "საუნდქლაუდის" ალტერნატიულ ანგარიშზე ახალბედა კოლეგების კომპოზიციებისგან შემდგარი სამნაწილიანი მიქსტეიპის სერია End Games გამოაქვეყნა. სტუდიურ ნამუშევარში ჯამში 90-მდე ტრეკი ერთიანდება. თავად კომპტონელი არცერთ მათგანში მონაწილეობს.

The Game: რეპში ჩემი დამარცხება არცერთ კომპტონელ კოლეგას შეუძლია, ქენდრიქსაც კი

აღსანიშნავია, რომ მიქსტეიპებში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა რეპერი გეიმთან თანამშრომლობით უკმაყოფილო დარჩა. მათი განცხადებით, შემსრულებელმა ფართო საზოგადოებისთვის უცნობი არტისტების პრომოუშენის სანაცვლოდ თანხა აიღო, შემდეგ კი ჩანაწერები "საუნდქლაუდის" არა მთავარ, არამედ ალტერნატიულ ანგარიშზე გამოაქვეყნა, რომელსაც დღეისთვის მხოლოდ 362 გამომწერი ჰყავს.

End Games Vol. 1

End Games Vol. 2

End Games Vol. 3

გეიმმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ერთ წელიწადში არტისტი მისი ლეგენდარული კოლეგის, დოქტორ დრეს მიერ დაარსებული ლეიბლის Interscope Records წევრი გახდა. რეპერი ფართო საზოგადოებამ სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომით The Documentary გაიცნო. 2006 წელს გაყიდვაში შემსრულებლის მორიგი სტუდიური ნამუშევარი Doctor's Advocate ჩაეშვა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. 2019 წელს კომპტონელმა რეპერმა დისკოგრაფიის უკანასკნელი ალბომი Born 2 Rap გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული