Thumbnail

Big Sean: თვითმკვლელობაზე ბევრჯერ მიფიქრია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი დეტროიტელი ემსი, შონ მაიკლ ლეონარდი, ფსევდონიმით Big Sean, გადაცემის One Question One Mike სტუმარი გახლდათ. პოდკასტის წამყვან მაიკლ ერიკ დაისონთან საუბარში, შონმა გაამხილა, რომ მძიმე დეპრესიის პერიოდში თვითმკვლელობა არაერთხელ დააპირა.

მოუსმინეთ: YG x Big Sean - Go Big

ნახეთ: NLE Choppa და Big Sean კლიპში Moonlight

ნახეთ: Jack Harlow x Big Sean - Way Out

"თვითმკვლელობაზე ბევრჯერ მიფიქრია, ხელში იარაღიც მჭერია და იმ მომენტში ყველაფერი ძალიან რეალური ჩანდა. სწორედ იმ გადმოსახედიდან ვთქვი ერთ-ერთი კომპოზიციის ტექსტში - "თუ მე თავი მოვიკალი, ოჯახს სულ მცირე ჩემი ქონება მაინც დარჩება - იცოდე, მე ეს უკვე ჩავიდინე". თავს უბედურად ვგრძნობდი. შემდეგ გავიაზრე, რომ ან უნდა გამომესწორებინა ეს მდგომარეობა ან თვითდესტრუქცია გამეგრძელებინა", - აღნიშნა შონმა.

One Question One Mike clip: Big Sean

Big Sean speaks to Michael about the importance of mental health.

Posted by Michael Eric Dyson on Monday, March 1, 2021

 

ბიგ შონმა, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო, პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Finally Famous გახდა. 2017 წლის მიწურულს მაიკლმა და მეთრო ბუმინმა ერთობლივ ნამუშევარზე Double Or Nothing ითანამშრომლეს, რომელმაც მსმენელის მოწონება დაიმსახურა. დღეისთვის ბიგ შონის დისკოგრაფიაში 5 სოლო ალბომი ერთიანდება. ბოლო მათგანი 'Detroit 2' შემსრულებელმა სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. დეტროიტელი მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის G.O.O.D Music ერთ-ერთი წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული