Thumbnail

Rob Zombie: ოზი ოსბორნი ძალიან უხერხულ სიტუაციაში გავიცანი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, რობ ზომბი რადიოსადგურ Apple Music 1-ს ესტუმრა. წამყვან ზეინ ლოუსთან ინტერვიუში მან ლეგენდარული ბრიტანელი არტისტის, ოზი ოსბორნის გაცნობის ისტორია გაიხსენა.

ნახეთ: Rob Zombie - The Triumph of King Freak

"ოზი არაჩვეულებრივი ადამიანია. დიდი ხანია, ვიცნობ. ერთობლივი ტურნე პირველად დაახლოებით 20 წლის წინ გავმართეთ. მანამდე შევხვდით, ძალიან უცნაური გაცნობის ისტორია გვაქვს - არ მახსოვს, რის გამო, თუმცა, მის სახლში მივედი. ვიფიქრე, იქ რამდენიმე ადამიანი დამხვდებოდა - მაგალითად, მისი ცოლი შერონი, ჩემი მენეჯერი და ა.შ. აღმოჩნდა, რომ სახლში მარტო მე და ის ვიყავით. მეუბნება, რობ, მინდა, შენთვის ჩემი ახალი ჩანაწერი შევასრულოო. დაიწყო სიმღერა, მგონია, რომ მარტო ერთ კომპოზიციას მომასმენინებს. მთელი ალბომი იმღერა, თანაც თვალი თვალში ჰქონდა გაყრილი. ძალიან კი მომეწონა, მაგრამ უხერხული სიტუაცია იყო, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა", - იხსენებს რობ ზომბი.

რობერტ ქამინგსმა, სასცენო სახელით Rob Zombie, პოპულარობა ამერიკულ ჰევი მეტალ ბენდში White Zombie მოღვაწეობით მოიპოვა. კოლექტივის დაშლის შემდეგ მან სოლო კარიერა დაიწყო. გრემის მფლობელ არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Dragula და Living Dead Girl მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული