პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, EXO-ს წევრმა, ჩანიოლმა რეჟისორ ჩონ უნ-ინის ფილმისთვის The Box ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბილი აილიშის ჰიტი Bad Guy დააქავერა. კინოსურათის თრეილერში სიმღერის 30-წამიანი ნაწყვეტის მოსმენა შეგიძლიათ. კინონამუშევრის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ჩანიოლი ფილმში ახალბედა არტისტ ჯი ჰუნს განასახიერებს, რომელიც მუსიკალურ პროდიუსერს ხვდება.
პარკ ჩანიოლმა შემოქმედებითი კარიერა 2012 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჯგუფ EXO-ში მოღვაწეობით მოიპოვა. პარალელურად მუსიკოსი ბენდის ქვედანაყოფების Exo-K და Exo-SC წევრია. რაც შეეხება ჩანიოლის სამსახიობო კარიერას, The Box მისი მეოთხე ფილმი იქნება.
კომენტარები