Thumbnail

მუსიკოსმა გიორგი ერგემლიძემ ახალი კომპოზიცია How To Get Ally გაავრცელა. ეს პირველი სოლო ნამუშევარია, რომელიც არტისტმა 2021 წელს გამოაქვეყნა.

ნახეთ: გიორგი ერგემლიძე და გიორგი მარგველანი სინგლს Against Ya! ავრცელებენ

მოუსმინეთ: გიორგი ერგემლიძე - Little Wait

გიორგი ერგემლიძემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც პირველი სიმღერა "გემი მიდის" დაწერა. მუსიკოსი სხვადასხვა დროს ჯგუფებში Mutual Friends და Qordo უკრავდა, რომლებთან ერთადაც ალბომები So Many People და Marsidan ჩაწერა. ის ასევე ბენდში ZurGi მოღვაწეობდა. 2012 წელს გიორგიმ სოლო ჩანაწერი Eclectic გაავრცელა. მას შემდეგ არტისტმა არაერთი EP და ალბომი გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული