Thumbnail

Wu-Tang Clan 181-კილოგრამიან ფოტოალბომს გამოუშვებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანება Wu-Tang Clan ახლო მომავალში ფოტოალბომს გამოუშვებს. მყარი ყდის მქონე 300-გვერდიან წიგნში ჯგუფის აქამდე უცნობი საარქივო სურათები იქნება დაბეჭდილი. გამოცემა ფოლადისა და ბრინჯაოსგან დამზადებულ 181-კილოგრამიან სკულპტურაში მოთავსდება, რომლის დიზაინიც გეთინ ჯონსს ეკუთვნის. ნამუშევარი შეზღუდული რაოდენობით, 36 ეგზემპლარად გაიყიდება. ჯერჯერობით უცნობია მისი ღირებულება.

ნიუ იორკის ერთ-ერთ რაიონს Wu-Tang Clan უწოდეს

კოლექტივმა სოციალურ ქსელებში ფოტოალბომის სარეკლამო ვიდეო გამოაქვეყნა.

ეპოქალური ჰიპ ჰოპ კოლექტივი ნიუ იორკში 1991 წელს ჩამოყალიბდა. ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი არაერთი არტისტის შთაგონების წყაროდ იქცა და დღემდე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. "ვუ-თენგმა" დღემდე 7 ალბომი გამოსცა და 40 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული