Thumbnail

დის შემდეგ, მერაია ქერის სასამართლოში ძმა უჩივის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელ პოპვარსკვლავ მერაია ქერის საკუთარი ძმა, მორგანი ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. მომღერალმა 2020 წელს მემუარები The Meaning of Mariah Carey გამოაქვეყნა, რომელშიც გულახდილად ისაუბრა თავის პირად, ოჯახურ და სამსახურებრივ ურთიერთობებზე. ავტობიოგრაფიული ნამუშევრის ერთ-ერთ მონაკვეთში მან ძმა, რომელთანაც ურთიერთობა აღარ აქვს, ოჯახის წევრების მიმართ ძალადობაში დაადანაშაულა. მამაკაცი მერაიას რეპუტაციის შელახვაში, მოძალადე ადამიანის იმიჯის შექმნასა და ემოციური ზიანის განზრახ მიყენებაში ადანაშაულებს. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას მოითხოვს ის კომპენსაციის სახით.

ნახეთ: მერაია ქერი ჰიტს We Belong Together ასრულებს

მერაია წიგნის ერთ-ერთ მონაკვეთში წერს:

"როდესაც ბავშვი ვიყავი, ჩემმა ძმამ, მორგანმა და მამაჩემმა ისე იჩხუბეს, რომ მათ გაშველებას 12 პოლიციელი ცდილობდა. ფიზიკურად ორივე ძლიერი იყო. პატარა გოგო ვიყავი, რომელსაც ძალიან ცოტა შემთხვევა ახსოვდა, რომ დიდ ძმას დაეცვა. უფრო ხშირად მისგან ვიცავდი საკუთარი თავს, ზოგჯერ კი დედას ვიცავდი მისი აგრესიისგან. ერთხელ საშინელი ხმა გაისმა, თითქოს იარაღი გაისროლესო. გავიხედე და თურმე მორგანმა დედაჩემს ხელი ისეთი სიძლიერით ჰკრა, ქალი კედელს შეასკდა", - ჰყვება წიგნში მერაია.

გამოცემა TMZ-ის მიერ მოპოვებულ სასამართლო დოკუმენტებში მორგანი დის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

"მერაიას ბავშვობაში მე და მამას არასდროს გვიჩხუბია, არც 12 პოლიციელი გამოჩენილა სადმე. ამასთან, ძალიან ბევრი მოწმე არსებობს, რომლებიც დაადასტურებენ, როგორ გვიყვარდა მე და დედას ერთმანეთი. წიგნში მისი სიტყვებიც კი წერია, მორგანი ყველაზე მეტად მიყვარსო", - აცხადებს მამაკაცი საჩივარში.

აღსანიშნავია, რომ წიგნში დაწერილი ბრალდებების გამო მომღერალს დამაც უჩივლა. არტისტის მტკიცებით, 12 წლის იყო, როცა ელისონი ტრანკვილიზატორებს ასმევდა, მის პროსტიტუციაში ჩაბმას ცდილობდა და ერთხელ ცხელი ჩაიც გადაასხა, რა დროსაც მძიმე დამწვრობა მიიღო. გამოცემა TMZ-ის ცნობით, მომღერლის ბრალდებების პასუხად ელისონმა სასამართლოს მიმართა და მერაიასგან კომპენსაციის სახით 1,25 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა.

მერაია ქერის და უჩივის

მერაია ქერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო. მან წარმატება სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის ჯილდო ხუთჯერ აქვს მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული