ქართულმა ჯგუფმა ANIK სადებიუტო კომპოზიცია Play N’ Pray და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი რუსთაველის თეატრის მსახიობი და GIPA-ს დასის რეჟისორი, გრიგოლ ჟორდანია გახლავთ. ტრეკი ბენდის ალბომში ANIK Project იქნება წარმოდგენილი, რომელშიც სულ 8 ნამუშევარი შევა. ისინი პერიოდულად კლიპებთან ერთად გამოქვეყნდება.
პროექტი ANIK მიმდინარე წელს თბილისში ჩამოყალიბდა. ჯგუფში სამი წევრია: კლასიკური და თანამედროვე ჯაზ ვოკალისტი ანა ჟორდანია, ჰიპ ჰოპ არტისტი ნიკო მჭედლიშვილი და კომპოზიტორი და მულტიინსტრუმენტალისტი ნიკუშა ჯანელიძე. მათი შემოქმედება ჯაზისა და ჰიპ ჰოპის სინთეზი გახლავთ.
კომენტარები