Thumbnail

ნახეთ: ლონი სმიტმა და იგი პოპმა Donovan-ის ჰიტი Sunshine Superman დააქავერეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკელი ჯაზ შემსრულებელი, ლონი სმიტი ვიზუალურ ნამუშევართან ერთად შოტლანდიელი მუსიკოსის, Donovan-ის კომპოზიციის Sunshine Superman ქავერ ვერსიას ავრცელებს. ჩანაწერში ლეგენდარული არტისტი, იგი პოპი მონაწილეობს. სინგლი სმიტის მომავალ ალბომში Breathe შევა, რომელიც მიმდინარე წლის 26 მარტს გამოიცემა.

ნახეთ: იგი პოპმა კლიპი Do Not Go Gentle Into That Good Night გაავრცელა

Sunshine Superman დონოვანმა 1966 წელს გაავრცელა. კომპოზიცია მუსიკოსის ამავე სახელწოდების მქონე რიგით მესამე ალბომში შედის. სიმღერამ გამოსვლისთანავე აშშ-ის ჩარტებში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა.

ლონი სმიტი 1960-იან წლებში ლეგენდარული ჯაზ შემსრულებლის, ჯორჯ ბენსონის კვარტეტში ელექტრონულ ორღანზე Hammond B3 უკრავდა. ამის შემდეგ მუსიკოსმა საქსოფონისტ ლუ დონალდსონთან ერთად რამდენიმე ალბომი ჩაწერა. სმიტს ამ დრომდე 30-მდე სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული