Thumbnail

ტუარეგი მუსიკოსი, მამადუ სულეიმანი, ფსევდონიმით Mdou Moctar, ახალ კომპოზიციას Tala Tannam და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი არტისტის რიგით მეექვსე ალბომში Afrique Victime იქნება წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის 21 მაისს გამოიცემა.

ნიგერში დაბადებულმა ტუარეგმა მუსიკოსმა შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. ამავე წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Anar გაავრცელა. არტისტს ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული