Thumbnail

ბრაიან მეის ყველა დროის ფავორიტი გიტარის პარტია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ბენდის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ გამოცემა Total Guitar-თან ინტერვიუში ყველა დროის რჩეული გიტარის სოლო დაასახელა. მუსიკოსის თქმით, ამ პარტიას ეპოქალური ერიკ კლეპტონი ჯგუფ John Mayall & the Bluesbreakers-ის კომპოზიციაში Key to Love ასრულებს.

ბრაიან მეი: ფრედის ავადმყოფობის შესახებ მისგან არ გაგვიგია

ბრაიან მეი: Live Aid-ის შემდეგ ვთქვით, რომ, ასე თუ ისე, ნორმალური გამოსვლა გვქონდა

"ჩემს ყველა დროის ფავორიტ გიტარის სოლოს ბრიტანული კოლექტივის John Mayall & the Bluesbreakers ალბომში Blues Breakers with Eric Clapton შესულ კომპოზიციაში Key to Love მოისმენთ. ეს ერიკ კლეპტონის მიერ შესრულებული ყველაზე ცეცხლოვანი, ენერგიული და ამაღელვებელი რიფია, რაც კი ცხოვრებაში გამიგია. ძალიან მიყვარს. ამ პარტიაზე უკეთესს მე ვერასდროს ვერაფერს დავუკრავ, ნამდვილი შთაგონების წყაროა. კლეპტონი საოცრებებს აკეთებს, მთელი ტრეკი მის გარშემო ტრიალებს. როდესაც ამ სიმღერას ვრთავ, ყოველთვის მის მომენტს ველოდები", - ამბობს მეი.

ბრაიან მეიმ შემოქმედებითი კარიერა 1965 წელს დაიწყო. 1970 წელს ფრედი მერკურისთან და როჯერ ტეილორთან ერთად (1971-დან მათ ჯონ დიკონი დაემატათ), მეიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკ ჯგუფი Queen ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On, Hammer to Fall და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული