Thumbnail

რატომ აღარ მოსწონდათ ელვის პრესლი ჯონ ლენონს და პოლ მაკკარტნის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის წევრებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ეპოქალური ამერიკელი მუსიკოსის, ელვის პრესლის სიმღერებზე გაიზარდნენ. 1997 წელს პოლ მაკკარტნი ბიოგრაფიულ წიგნში Many Years from Now წერდა, რომ ელვისი, რომელსაც ბავშვობაში უსმენდა, 1960 წელს აშშ-ის არმიიდან სულ სხვა ადამიანი დაბრუნდა.

რატომ არ იყვნენ ჯონ ლენონი და რინგო სტარი ჯორჯ ჰარისონის ქორწილში

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჯარში გატარებულმა პერიოდმა ელვისი ძალიან შეცვალა. ჩვენ ის თავისუფალი მოგვწონდა - ბიჭი ჯინსებით და გამორჩეული მოძრაობებით. ხოლო მას შემდეგ, რაც არმიაში თმა შეიჭრა და ყველას ბატონოთი მიმართავდა, აღარ მოგვწონებია. არმიაში წასვლამდე და დაბრუნების შემდეგ გამოშვებულ კომპოზიციებს შორის დიდი სხვაობაა. ვფიქრობდით, რა ჯანდაბა მოხდაო. ისე ჩანდა, რომ რაღაც ჩარჩოში ჩაჯდა და მისი ჩანაწერები აღარ იყო ისეთი კარგი, როგორიც მანამდე", - წერდა პოლი.

ამავე აზრზე იყო "ბითლზის" კიდევ ერთი წევრი, ჯონ ლენონი, რომელიდ BBC Radio 1-თან ინტერვიუში აღნიშნავდა:

"როცა ელვისი გარდაიცვალა, ტოკიოში ვიყავი და ხალხი მომაწყდა, ჩემი ემოცია აინტერესებდათ. ახლა გეტყვით, რასაც ვფიქრობ - ის მაშინ მოკვდა, როცა არმიაში წავიდა. დანარჩენი ცხოვრება, უბრალოდ, ცოცხლად მკვდარმა გაატარა".

ელვისი არმიაში მსახურობისას

მუსიკოსი აშშ-ის არმიაში 1958 წელს ჩაირიცხა. მას სამხედრო სამსახურის გავლა გერმანიაში მოუწია, სადაც ორი წელი დაჰყო. ამერიკაში დაბრუნების შემდეგ პრესლი როკ-ენ-როლიდან ბალადების შესრულებაზე გადაერთო, რის გამოც მისი მსმენელების ძირითადი ნაწილი ახალგაზრდებიდან უფრო მაღალი ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებით შეიცვალა. მათში სიმპათიას იმსახურებდა ის ფაქტიც, რომ ელვისს სამხედრო წარსული ჰქონდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული