Thumbnail

ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი DJ Snake და ამერიკელი პოპვარსკვლავი, სელენა გომესი ახალ კომპოზიციას Selfish Love ავრცელებს. ორენოვანი სინგლი სელენას ახალ EP-ში სახელწოდებით Revelación იქნება წარმოდგენილი. მუსიკოსის პირველი ესპანურენოვანი სტუდიური ჩანაწერი 12 მარტს გამოიცემა.

სელენა გომესის კულინარულ შოუში ქველმოქმედებისთვის $360 000 აგროვდა

DJ Snake პარიზელი არტისტის, უილიამ სამი ეტიენ გრიგასინის სასცენო სახელია. პროდიუსერმა და დიჯეიმ სადებიუტო ალბომი Encore 2015 წელს გაავრცელა. ჩანაწერში შესულ ტრეკებზე მან ისეთ მუსიკოსებთან ერთად იმუშავა, როგორებიც არიან: ჯასტინ ბიბერი, Travis Scott, Skrillex, Migos და სხვები.

მსახიობმა და მომღერალმა, სელენა გომესმა კი მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული