ბრიტანული ჯგუფი Shame საკონცერტო ფილმს Live In The Flesh ავრცელებს. შოუ ლონდონში, Electric Brixton-ის ცარიელ ვენიუზე მიმდინარე წლის იანვარში გაიმართა. მუსიკოსებმა ჯამში შვიდი კომპოზიცია შეასრულეს. კოლექტივმა ჩანაწერი რიგით მეორე ალბომის Drunk Tank Pink პრომოუშენის ფარგლებში გამოაქვეყნა.
► მოუსმინეთ: Shame ალბომს Drunk Tank Pink ავრცელებს
Shame სამხრეთ ლონდონში 2014 წელს შეიქმნა. რამდენიმე სინგლისა და EP-ის გამოცემის შემდეგ, 2018 წელს, მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Songs of Praise გაავრცელეს. მათი შემოქმედება ალტერნატიულ როკსა და პოსტ პანკს აერთიანებს.
კომენტარები