Thumbnail

მოუსმინეთ: მაქს რიხტერი ახალ კომპოზიციას Follower ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გერმანული წარმოშობის ბრიტანელმა კომპოზიტორმა, მაქს რიხტერმა ახალი კომპოზიცია Follower გაავრცელა. ჩანაწერში მასთან ერთად ნორვეგიელი მევიოლინე, მარი სამუელსენი და ამერიკელი დირიჟორი, რობერტ ციგლერი მონაწილეობენ. სინგლი მუსიკოსის მომავალ ალბომში Voices 2 შევა, რომელიც მიმდინარე წლის 9 აპრილს გამოიცემა.

ნახეთ: Max Richter - Mirrors

მაქს რიხტერის პროექტის Voices ინსპირაცია გაეროს მიერ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია გახდა. ალბომის პირველი ნაწილი 70-ზე მეტ ენაზე წაკითხული ამ დოკუმენტის ნაწყვეტებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ რიხტერი პროექტზე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.

მოუსმინეთ: მაქს რიხტერი პროექტს Voices ავრცელებს

მაქს რიხტერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. კომპოზიტორს არაერთი ფილმისთვის, მათ შორის Shutter Island და Arrival-ისთვის აქვს საუნდტრეკები დაწერილი. მაქსი ასევე ცნობილი სერიალის The Leftovers მუსიკის ავტორიცაა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული