Thumbnail

რიანამ შესაძლოა, Fenty-ს თმის მოვლის საშუალებები გამოუშვას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი, რიანა საკუთარი ბრენდის Fenty გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მისმა კომპანიამ Roraj Trade LLC მიმდინარე თვის დასაწყისში ახალი სავაჭრო ნიშნის დარეგისტრირების თაობაზე განაცხადი შეავსო.

Rihanna-ს ტანსაცმლის ბრენდმა Fenty საქმიანობა შეწყვიტა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტებში თმის მოვლის პროდუქცია - ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნები, თმის დასახვევი, გასასწორებელი, გამაჯანსაღებელი, ბზინვარების მიმცემი, ასევე, ღერებიდან პიგმენტის გამოსაყვანი და შესაღები საშუალებები, არასამედიცინო აღმდგენი და სარელაქსაციო ლოსიონები იყო ნახსენები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რირიმ შესაძლოა, მალე საზოგადოებას Fenty Hair წარუდგინოს თეთრეულის ბრენდ Savage X Fenty-სა და კოსმეტიკის ხაზების Fenty Beauty და Fenty Skin გვერდით.

Rihanna-ს ბრენდის Savage X Fenty ღირებულება $1 მილიარდი გახდა

მუსიკოსს ჯერჯერობით არაფერი დაუდასტურებია, თუმცა, მის სავარაუდო წამოწყებას თაყვანისმცემლები აღფრთოვანებით შეხვდნენ.

"Fenty Hair? ეს უკვე "ფენტის" შეერთებული შტატები იქნება, რასაც მივესალმები".

"Fenty-ს თმისა და კანის მოვლის საშუალებები, ასევე კოსმეტიკის ხაზი - რიანა მთელი სილამაზის ინდუსტრიის დაპყრობას აპირებს, არ ხუმრობს".

თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც იმედი გაუცრუვდათ, რომ სიახლე რირის ახალ მუსიკას არ ეხებოდა.

"მე 2022 წელს, Fenty-ს თმის მოვლის პროდუქტების მოხმარებისას და რიანას ახალი მუსიკის გარეშე".

რირის ახალი რეგეი ალბომი ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა გაევრცელებინა, თუმცა, ნამუშევარმა დღის სინათლე აქამდე ვერ იხილა. გასული წლის აპრილში ბარბადოსელმა მოითხოვა, რომ მომავალი ჩანაწერის შესახებ არავის ეკითხა, რადგან მისი პრიორიტეტი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

ნახეთ: რიანა ჟურნალ Essence-ის ფოტოსესიაში

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული