Thumbnail

ლოს ანჯელესში გრემის რიგით 63-ე დაჯილდოება ჩატარდა. წლევანდელ ღონისძიებაზე პერფორმანსით არაერთი ცნობილი მუსიკოსი წარდგა. მაყურებლის წინაშე სცენაზე ვიხილეთ: ბილი ალიში, ტეილორ სვიფტი, ფოსთ მელოუნი, ქარდი ბი, კრის მარტინი, დუა ლიპა, დაბეიბი, BTS და სხვები.

ნახეთ: Grammy 2021-ის გამარჯვებულები ცნობილია

ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს გრემის დაჯილდოებაზე

პოპულარულმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა გრემის მფლობელი კომპოზიცია Everything I Wanted შეასრულა. აკომპანემენტს მას თავისი ძმა, ფინიასი და დრამერი, ენდრიუ მარშალი უწევდნენ.

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა ცერემონიაზე თავისი სამი კომპოზიცია: Cardigan, August და Willow იმღერა. აკომპანემენტს მას ცნობილი ჯგუფის The National გიტარისტი, აარონ დესნერი და პროდიუსერი, ჯეკ ანტონოვი უწევდნენ.

პოპულარულმა ტექსასელმა მუსიკოსმა, ოსტინ რიჩარდ ფოსთმა, ფსევდონიმით Post Malone, თავის ბოლო ალბომში Hollywood's Bleeding შესული ამავე სახელწოდების მქონე კომპოზიცია შეასრულა.

ჰიპ ჰოპ არტისტები Cardi B და Megan Thee Stallion კი წარმატებული კომპოზიციით WAP წარდგნენ. ამის გარდა, მეგანმა წლის საუკეთესო რეპ ჩანაწერად აღიარებული ჰიტი Savage და ნამუშევარი Body შეასრულა. ქარდიმ კი თავისი ბოლო ტრეკი UP შესთავაზა მაყურებელს.

პერფორმანსით წარდგა პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS. ბიჭებმა ცერემონიის ფარგლებში კომპოზიცია Dynamite სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში შეასრულეს.

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, დუა ლიპამ კი თავის რიგით მეორე ალბომში Future Nostalgia შესული კომპოზიციები Don't Start Now და Levitating იმღერა. ბოლო მათგანი მან ჩრდილოკაროლინელ ჰიპ ჰოპ არტისტ DaBaby-სთან ერთად შეასრულა.

თავის მხრივ, დაბეიბიმ კალიფორნიელ კოლეგა როდი რიჩთან და ცნობილ ვეტერან მუსიკოს ენტონი ჰემილტონთან ერთად ჰიტი Rockstar შესთავაზა მსმენელს.

როდი რიჩმა კი სოლო ჰიტი The Box და ახალი კომპოზიცია Heartless წარმოადგინა.

ღონისძიება პოპულარულმა ბრიტანელმა მომღერალმა, ჰარი სტაილზმა გახსნა. მან თავის ბოლო სოლო ალბომში Fine Line წარმოდგენილი კომპოზიცია Watermelon Sugar შეასრულა. რამდენიმე მუსიკოსთან სერთად, მას აკომპანემენტს ცნობილი ინგლისელი არტისტი Blood Orange უწევდა.

გრემის სცენაზე აგრეთვე ატლანტელი ლილ ბეიბი ვიხილეთ. თეატრალური დადგმის ფონზე სამხრეთელმა რეპერმა პოლიტიკური შინაარსის მქონე სინგლი The Bigger Picture წარმოადგინა.

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ბრუნო მარსმა და კალიფორნიელმა არტისტმა, ანდერსონ ფექმა თავიანთი კოლაბორაციული პროექტის Silk Sonic პირველი სინგლი Leave the Door Open იმღერეს.

დაჯილდოებაზე ვიხილეთ ცნობილი პუერტორიკოელი მუსიკოსი, ბედ ბანიც. პერფორმანსი მან თანამემამულე არტისტთან, Jhay Cortez-თან ერთად გამართა და მასთან ერთად ჩაწერილი ტრეკი Dakiti შეასრულა.

გრემის მაყურებლების წინაშე წარდგა პოპულარული კალიფორნიელი არტისტი Doja Cat. მან თავის მეორე ალბომში Hot Pink შესული კომპოზიცია Say So იმღერა. პერფორმანსი მან მოცეკვავეებთან ერთად გამართა.

ამერიკულმა ჯგუფმა Haim კი კომპოზიცია The Steps შეასრულა, რომელიც ბენდის მიერ შარშან გამოცემულ ალბომში Women in Music Pt. III არის წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული