Thumbnail

25 აპრილს ლოს ანჯელესში ოსკარის რიგით 93-ე დაჯილდოება გაიმართება. კინოაკადემიამ ნომინანტები უკვე დაასახელა, მათ შორის ცნობილი გახდა მუსიკალური კატეგორიები. საუკეთესო მუსიკალური თემის ნომინაციაში პოპულარული ინდასტრიალ როკ ჯგუფის, Nine Inch Nails-ის წევრები, ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი, მესაყვირე ტერენს ბლანშარი, პიანისტი ემილ მოსერი და კომპოზიტორი ჯეიმს ნიუტონ ჰოვარდი არიან წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ ტრენტ რეზნორსა და ატიკუს როსს ნომინაციები ორი ფილმისთვის Mank და Soul მიანიჭეს.

ოქროს გლობუსის მუსიკალურ ნომინაციებში გამარჯვებულები ცნობილია

საუკეთესო მუსიკალური თემის ნომინანტები:

Trent Reznor, Atticus Ross And Jon Batiste – Soul
Trent Reznor And Atticus Ross – Mank
James Newton Howard – News of the World
Terence Blanchard - Da 5 Bloods
Emile Mosseri - Minari

საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში კი იბრძოლებენ: ამერიკელი მუსიკოსი H.E.R., ბრიტანელი კომპოზიტორი დენიელ პემბერტონი, სონგრაითერები სავან კოტეჩა და დაიან უორენი, მსახიობი და მომღერალი ლესლი ოდომი და სხვები.

საუკეთესო ორგინალური სიმღერის ნომინანტები:

"Io sì (Seen)" - Niccolò Agliardi, Laura Pausini & Diane Warren – The Life Ahead
"Fight for You" - D'Mile, H.E.R., & Tiara Thomas - Judas and the Black Messiah
"Hear My Voice" - Celeste & Daniel Pemberton - The Trial of the Chicago 7
""Speak Now" - Sam Ashworth & Leslie Odom Jr. - One Night in Miami
"Husavik (My Hometown)" – Savan Kotecha, Fat Max Gsus and Rickard Göransson - Eurovision Song Contest: The Story of Fire Saga

კომენტარები

ბოლოს დამატებული