Thumbnail

ნახეთ: ახალ ვიდეოში რიანა საუბრობს, როგორ უვლის კანს დაძინებამდე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ბარბადოსელმა მომღერალმა, რიანამ ახალი ვიდეობლოგი ჩაწერა, რომელშიც საუბრობს, როგორია მისი კანის მოვლის რუტინა დაძინებამდე. კადრებში 33 წლის რირი საკუთარი კოსმეტიკის ბრენდის, Fenty Beauty-ს კანის მოვლის საშუალებების ხაზის Fenty Skin პროდუქციას იყენებს.

სახლი, რომელიც რიანამ ბევერლი ჰილზზე $14 მილიონად იყიდა

რიანამ შესაძლოა, Fenty-ს თმის მოვლის საშუალებები გამოუშვას

კანის გაწმენდა

"იმისთვის, რომ მაკიაჟი ან უბრალოდ დღის განმავლობაში დაგროვილი ცხიმი ჩამოვიშორო, გამწმენდ საშუალებას Total Cleans'r Remove-It-All Cleanser ვიყენებ", - ამბობს მუსიკოსი.

ტონერი

ამის შემდეგ რირი თავის ერთ-ერთ საყვარელ პროდუქტზე, Fat Water-ის ტონერზე გადადის, რომელიც, როგორც აქამდეც აღუნიშნავს, შრატის ფუნქციას ითავსებს.

კანის დატენიანება

"ფენტი სკინის" ღამის კრემს Instant Reset, რომელსაც მომენტალური აღმდგენი ეფექტი აქვს, რიანა ჯადოსნურ წამალს უწოდებს.

"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს პროდუქტი მიყვარს, მისი უნიკალური ტექსტურაა. ის ძალიან ჰაეროვანი, მაგრამ ყველა საჭირო ინგრედიენტით მდიდარია. ღამით კანის დატენიანება ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს ის ისვენებს და ძალებს აღიდგენს. თქვენ კი, როცა იღვიძებთ, გინდათ, განსხვავება დაინახოთ", - ამბობს მუსიკოსი.

თვალის კრემი

იქიდან გამომდინარე, რომ სახის კანისთვის განკუთვნილი საშუალებების თვალზე დატანა რეკომენდირებული არ არის, რირი Flash Nap Instant Revival-ის თვალის კრემ-გელს გვთავაზობს. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ Fenty Beauty-ს პროდუქტები მაქსიმალურად ეკომეგობრულია, ამასთან, მათი ხელში დაჭერა იმ ადამიანებისთვისაც მოსახერხებელია, რომლებიც გრძელ ფრჩხილებს ატარებენ.

"ჩვენ ყველაზე ეფექტური და საუკეთესო ინგრედიენტების გამოყენება გვიყვარს მთელი მსოფლიოდან, როგორებიცაა - აფრიკის უდაბნოს, კალაჰარის ნესვის ზეთი, ნიაცინამიდი, ჰიალურონის მჟავა, ალოე, ბაობაბი, იაპონური ქიშმიშის ხის ნაყოფი, ავსტრალიური ლიმნის მირტი, კაქტუსის ყვავილი და მწვანე ჩაი", - ამბობს მუსიკოსი.

9 გრემის მფლობელი რიანა, 250 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკოსად ითვლება. მის რვავე სტუდიურ ალბომს მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს მოპოვებული პლატინის სტატუსი. სხვადასხვა ჯილდოსთან ერთად, მომღერალი 6-ჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. გამოცემა Time-მა კი ის არაერთხელ დაასახელა წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებებისა და ქალის თეთრეულის ბრენდების დამაარსებელია. დღეის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული