Thumbnail

მოუსმინეთ: რინგო სტარის ახალ EP-ში პოლ მაკკარტნი, დეივ გროლი და სხვები მონაწილეობენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის ყოფილმა წევრმა, რინგო სტარმა ახალი სტუდიური ჩანაწერი Zoom In გაავრცელა. ნამუშევარი 5 კომპოზიციას აერთიანებს. EP-ში ისეთი ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: პოლ მაკკარტნი, დეივ გროლი, ფინეასი, შერილ ქროუ, ლენი კრავიცი და სხვები.

რინგო სტარს ჰკითხეს, რამდენად ხშირად ფიქრობს The Beatles-ის წევრებზე

"გჯერათ, რომ რინგო სტარი 80 წლისაა?" - რა რეაქცია მოჰყვა გრემიზე მუსიკოსის გამოჩენას

აღსანიშნავია, რომ რინგო ახლო მომავალში კიდევ ერთი EP-ის გამოშვებას გეგმავს, მისი თქმით, ჩანაწერზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.

რინგო ლეგენდარულ "ბითლზს" 1962 წელს შეურთდა. მუსიკოსი კოლექტივის 12-ვე ალბომში მონაწილეობს. მასთან ერთად ბენდმა 800 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. ამ შედეგით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო. კოლექტივის დაშლის შემდეგ რინგომ სოლო კარიერა დაიწყო. 1970 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Sentimental Journey გაავრცელა. მას დღემდე 20 სოლო ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული