Thumbnail

ჯექსონის შვილი: მამას ვკითხე, სხვებივით რატომ არ მიმდის გული შენს დანახვაზე-მეთქი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, მაიკლ ჯექსონი ცდილობდა, საკუთარი შვილები ხალხის გადამეტებული ყურადღებისგან დაეცვა და საჯარო ადგილებში ბავშვებს სახეს ნიღბით უფარავდა. იმის მიუხედავად, რომ მათ ყველგან პაპარაცები და თაყვანისმცემლები ხვდებოდნენ, არტისტის პირველი ვაჟის, მაიკლ ჯოზეფ ჯექსონ ჯუნიორის, იგივე პრინსის თქმით, ბავშვობაში ბოლომდე მაინც არ ჰქონდა გააზრებული, რამდენად ცნობილი იყო მამამისი. პლატფორმა Fox Soul-ის თოქ-შოუში The Mix სტუმრობისას პრინსმა ის მომენტი გაიხსენა, როცა პირველად გააცნობიერა მშობლის პოპულარობა.

პერის ჯექსონი: მამის მადლიერი ვარ, რომ ბავშვობაში ხალხისგან დასაცავად ნიღბით მატარებდა

"პატარაობიდან ვხედავდი, რომ ხალხი ყველგან დაგვყვებოდა. ცდილობდნენ, ხელით შეხებოდნენ მამაჩემს. მაგრამ 10-11 წლის ასაკში, შუა აღმოსავლეთში ყოფნისას, გავიაზრე, რამდენად დიდი იყო მისი პოპულარობა. მამაჩემის პერფორმანსის ვიდეოს ვუყურებდი, ზუსტად არ მახსოვს, რომელ ტურნეში იყო მაშინ, შესაძლოა, HIStory Tour ყოფილიყო. მისი კონცერტი ღია სივრცეში მიმდინარეობს, ირგვლივ ზღვა ხალხია, ზოგს კი გული მისდის. მამას ვკითხე - რატომ კარგავენ გონებას ეს ადამიანები, მე ყოველდღე გხედავ, მაგრამ გული არ მიმდის-მეთქი", - იხსენებს ჯექსონის შვილი.

ელვის პრესლის შვილი: მაიკლ ჯექსონი მუქარით მაიძულებდა შვილის გაჩენას

მუსიკოსს პრინსი და კიდევ ერთი შვილი, პერისი დები როუისთან ქორწინების პერიოდში შეეძინა. მაიკლი როუის 1999 წელს გაშორდა. 2002 წელს კი კიდევ ერთი ვაჟი, პრინს მაიკლ II ანონიმურმა სუროგატმა დედამ გაუჩინა.

მაიკლის შვილები

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. მსოფლიოში გაყიდული 350 მილიონზე მეტი ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული