Thumbnail

ნახეთ: mxmtoon-მა Radiohead-ის ჰიტი Creep დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

20 წლის ამერიკელმა მუსიკოსმა ფსევდონიმით mxmtoon ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის ჰიტი Creep დააქავერა. კომპოზიცია ვიდეოთამაშის Life Is Strange ახალი ნაწილის True Colors ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება. სიმღერის კლიპში სწორედ ამ თამაშიდანაა კადრები გამოყენებული.

ნახეთ: mxmtoon - ok on your own Ft. Carly Rae Jepsen

ცნობილია, რომ ვიდეოთამაში მიმდინარე წლის სექტემბერში ჩაეშვება გაყიდვაში.

ახალგაზრდა ოკლენდელმა არტისტმა მაიამ, ფსევდონიმით mxmtoon, მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა პირველი EP სახელწოდებით plum blossom გაავრცელა, რომელმაც 100 მილიონზე მეტი მოსმენა დააგროვა. 2019 წელს კი მან სადებიუტო ალბომი the masquerade გამოსცა. მაიას შემოქმედება ბედრუმ პოპს, ლოუ-ფაი ჰიპ ჰოპსა და ფოლკ პოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული