Thumbnail

KISS-ის პოლ სტენლი: მიზეზს ვერ ვხედავ, რომ ახალი სიმღერები ჩავწეროთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის, KISS-ის წევრმა, პოლ სტენლიმ გამოცემა USA Today-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს, რომ ბენდმა ახალი კომპოზიციები ჩაწეროს. მისი თქმით, კლასიკური კოლექტივების ნამუშევრები მსმენელების ყურადღებას დღეს ვეღარ იმსახურებენ.

KISS-ის ჯინ სიმონსი განმარტავს, რატომ მოკვდა როკი

ჯინ სიმონსი: როცა BTS-ის მსმენელი გოგონები გაიზრდებიან, ბენდის პოპულარობაც გაქრება

"გულწრფელად რომ გითხრათ, მიზეზს ვერ ვხედავ, რომ KISS-მა ახალი კომპოზიციები ჩაწეროს. დღეს, როდესაც კლასიკური ბენდები ახალ ალბომებს უშვებენ, მსმენელები ძირითადად გადახედავენ, მოუსმენენ და მოისვრიან ხოლმე, რადგან ეს ნამუშევრები ვერ აკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს, ვერ იზიდავენ, აღარ იქცევენ ყურადღებას. აი, მაგალითად, ჩამირთეთ ნებისმიერი ძველი ჯგუფის ვიდეო, ხმას ჩავუწევ და ისე გეტყვით, ძველ სიმღერას ასრულებენ, თუ ახალს, რადგან ახლა ლაივებზე მსმენელები სკამებზე სხედან. ხალხი ასეა, გეუბნებიან, რომ ახალი ალბომი ჩაწერო, შეგიქებენ კიდეც, თუმცა, მაინც ძველი ჰიტების შესრულებას გთხოვენ", - ამბობს პოლ სტენლი.

ამ დროისთვის ბოლო ალბომი Monster ჯგუფმა KISS 2012 წელს გამოსცა. 2019-ში კი ბენდმა გამოსამშვიდობებელი ტურნე End of the Road World Tour დაიწყო, რომელიც, სავარაუდოდ, 2022 წელს დასრულდება.

ჰარდ როკ ბენდი KISS ნიუ იორკში 1973 წელს შეიქმნა. 1983 წლამდე მუსიკოსები კონცერტებს მუდმივად ორიგინალური მაკიაჟითა და ჩაცმულობით მართავდნენ. თავდაპირველი შემადგენლობის შეცვლის შემდეგ ჯგუფმა ეს ტრადიცია დაივიწყა. 1996 წელს კი არტისტებმა სახასიათო გარეგნობა დაიბრუნეს. KISS-ს მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული