Thumbnail

რიანას ჰიტი Diamonds თავდაპირველად ემინემმა ჩაწერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბარბადოსელი მუსიკოსის, რიანას ჰიტის Diamonds ერთ-ერთმა ავტორმა, პროდიუსერმა ბენი ბლანკომ რადიოსადგურ Apple Music 1-თან, ჟურნალისტ ზეინ ლოუისთან ინტერვიუში ხსენებული სიმღერის შესახებ ისაუბრა და გაამხილა, რომ თავდაპირველად ნამუშევარი სხვა არტისტებზე იყო გათვლილი. როგორც ცნობილია, ბლანკომ კომპოზიცია Stargate-თან და Sia-სთან ერთად შექმნა.

ნახეთ: ახალ ვიდეოში რიანა საუბრობს, როგორ უვლის კანს დაძინებამდე

სახლი, რომელიც რიანამ ბევერლი ჰილზზე $14 მილიონად იყიდა

"პირადად მე მინდოდა, რომ ტრეკი ქანიეს ან ლანა დელ რეის შეესრულებინათ, მაგრამ თანაპროდიუსერებს სხვა მოსაზრება ჰქონდათ. Stargate-მა მითხრა, სიმღერა რიანას უნდა მივცეთო. ვუპასუხე, არ ვიცი, არ შეიძლება, ეს ბითი ქანიეს გავუგზავნოთ-მეთქი? ამავე პერიოდში მახსოვს, ემინემის პროდიუსერ პოლ როზენბერგს მივაწოდე მელოდია. ემინემმა ის ჩაწერა კიდეც. პოლმა მითხრა, დაინტერესდაო. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს საუკეთესო ჩანაწერი იყო, რაც კი ოდესმე შემიქმნია. საბოლოო ჯამში, არ ვნანობ, რომ რიანაზე შევაჩერეთ არჩევანი, მოხარული ვარ", - ამბობს ბენი ბლანკო.

კომპოზიცია Diamonds რიანას მეშვიდე ალბომში Unapologetic არის წარმოდგენილი, რომელიც 2012 წელს გამოიცა. ექვსმაგი პლატინის მქონე სიმღერამ ოცზე მეტი ქვეყნის ჩარტებში მოახერხა ლიდერობის მოპოვება. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლი არაერთ არტისტს აქვს დაქავერებული, მის რემიქს ვერსიაში რეპერი ქანიე ვესთი მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული